↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

ფრთხილად, – ახალი ჯარიმა და ფილმის იძულებით ნახვა მოგიწევთ!

მოძრაობის წესების დარღვევისთვის ფეხით მოსიარულეს 100 ლარით დააჯარიმებენ.

გაზიარება
[19:00 01-03-2011]

საგზაო მოძრაობის წესები ფეხით მოსიარულეებისთვისაც მკაცრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ცვლილებები შედის. თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოყვება ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. დღემდე ეს დარღვევა 30–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა.

დღეს მოქმედი კანონით, ქვეითად მოსიარულე, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, 3 ლარით ჯარიმდება.

იმ შემთხვევაში, თუ პირი მოძრაობის წესებს განმეორებით დაარღვევს და გზას აკრძალულ ადგილას გადაკვეთს, პატრული ვალდებულია, ის საპატრულო პოლიციაში წაიყვანოს, სადაც მას აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან მოძრაობის წესების დარღვევით საკუთარ სიცოცხლეს და მძღოლს.

tribuna.ge

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ