↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

იაპონიაში 900 ადამიანი დაიღუპა 88 000 კი დაკარგულად ითვლება – უახლესი ცნობები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა შესახებ ახალი ოფიციალური მონაცემები ვრცელდება.

გაზიარება
[15:26 12-03-2011]

ბოლო ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა სამი ათასამდე ადამიანი, ხოლო დაღუპულია 900-ზე მეტი. ამ ინფორმაციას იაპონიის ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს.

არაოფიციალური ვერსიით კი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, 88 ათასი დაკარგულად ითვლება.

მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი სენდაი დაზარალდა. ცუნამმა შთანთქა ქალაქის მთელი საცხოვრებელი კვარტალი, მთლიანად დაიტბორა საერთაშორისო აეროპორტი.

მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ხანძრები, ცუნამის შედეგად ჩაიძირა მგზავრებით სავსე რამდენიმე გემი, დაკარგულია ოთხი სამგზავრო მატარებელი. ბევრი ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი.

იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს მონაცემებით, მილიონზე მეტი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩა.

დედაქალაქ ტოკიოში წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემები არ არის.

ამასთან, აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, იაპონიაში დღეს დილით 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა კიდევ განმეორდა. ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე მიაგის პრეფექტურის ქალაქ სენდეიდან 174 კილომეტრში იყო.

8,9 ბალის მიწისძვრა იაპონიაში გუშინ მოხდა. ეს იაპონაში 1933 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. 1933 წელს მიწისძვრის სიძლიერემ 9 ბალი შეადგინა, ცუნამის დროს კი, ტალღების სიმაღლე 30 მეტრს აღწევდა. სპეციალისტების ვარაუდით, მიწისქვეშა ბიძგები იაპონიაში თვეების განმავლობაში გაგრძელდება.

ipn
რადიო თავისუფლების ფოტო.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ