იაპონიის სანაპიროებთან ახალი ცუნამი წარმოიქმნა, ტალღის სიმაღლემ 4 მეტრს მიაღწია .
გაზიარება
[15:26 12-03-2011]
ცუნამი ქალაქ რიკუზენ-ტაკატას დაატყდა თავს, რომელიც იაპონიის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, 4-მეტრიანმა ტალღებმა ქალაქი სრულად შთანთქა.
ცუნამის შედეგად წარმოქმნილმა ტალღებმა შენობების მე-3 სართულამდე მიაღწია.
რიკუზენ-ტაკატა გუშინდელი მიწისძვრის შედეგადაც სერიოზულად დაზარალდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლები სასწრაფოდ დატოვოს.
ipn
