ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების რიცხვი 300 ჯარისკაცით გაიზარდა .
გაზიარება
[19:00 01-03-2011]
ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის უფროს ვიაჩესლავ დოროხინის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო სამმართველოებში, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში, მესაზღვრეების რაოდენობის შეცვლის გადაწყვეტილებამდე მივედით, ამ დაჯგუფების რაოდენობა 300-ით გაიზარდა და ახლა იქ 1200-მდე ადამიანია", _ განაცხადა დოროხინმა.
interpressnews.ge
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiIJK_qlZzfpYQziBMeuedsZnHVegjJY08u1S4fUQz62UZkvVoBYNawrmGDT_WQCLmL50IbOeoEaawXUki3IAxqmDne9a6I0DmhkIS27Gfx45IGLvh7t12MGAGZo-88COE4eQ1a-2G9nSE/s400/charte+radio+ukan.gif)