↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

“ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თანამშრომლობა წინააღმდეგობის მოძრაობასთან, თავისი მნიშვნელობით, უპრეცენდენტოა”- დავით თარხან-მოურავი

1 მარტს, ბრიუსელში, 10 საათსა 50 წუთზე, ქართველ ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ჰაიდი ჰაუტალას შეხვდა.

გაზიარება
[22:59 04-03-2011]

გარდა ქალბატონ ჰაუტალასი, შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან ესწრებოდნენ : ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ქვეკომისიის ხელმძღვანელი ევა ჰეიკილა და ამავე კომიტეტის წარმომადგენელი, ადმინისტრატორი მიხეილ რაპპი.

ქართულ დელეგაციას ბრიუსელში წარმოადგენდნენ: საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის თავჯდომარე დავით თარხან-მოურავი; მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი; წინააღმდეგობის მოძრაობის ომბუდსმენი ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ფოფხაძე და ომბუდსმენი პოლიტ-ემიგრანტების საკითხებში მერაბ ბლადაძე. ასევე ბრიუსელში ჩავიდნენ : ჯულიანა დიუმა- ქართველთა ხსნის საერთაშორისო კავშირის ხელმძღვანელი (ლონდონი, პარიზი) და ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

როგორც საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა გვაცნობა, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარესთან ჰაიდი ჰაუტალასთან და დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ქართველმა უფლებათა დამცველებმა ევა ჰეიკილასთან და მიხაილ რაპპთან მოქმედების კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს.

-”ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა. ამ დონის შეხვედრა ევროპარლამენტის ოფიციალურ სტრუქტურასთან ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს არც ერთ დელეგაციას არ ჰქონია. მიღებული გადაწყვეტილებები კი, უპრეცენდენტოა თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით” - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა სატელეფონო საუბრისას.

შეხვედრის დროს, განხილული იქნა საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტები. მათ შორის, ფაქტები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოლიტპატიმრებისა და უკანონოდ დაკავებულთა წამების შესახებ.

-”საუბარი იყო ძალიან კონკრეტული და საქმიანი. მივაწოდეთ ინფორმაცია ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების შესახებ; პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას რეპრესირების შესახებ; სულ ახლახანს, სანდრო ბრეგაძის დაკავების ფაქტი გავაცანით. ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ მოისმინა ინფორმაცია ჟურნალისტთა ჯგუფის ამაო მცდელობაზე,- მონიტორინგის მიზნით შესულიყვნენ ციხეებში”, - მოგვითხრო დავით თარხან-მოურავმა.

აღსანიშნავია, რომ წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ქალბატონ ჰაუტალას მედია-კავშირ „ობიექტივის“ მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმები და საგამოძიებო მასალები გადასცა. მათ შორის, მოხსენებები როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის მკვლელობათა შესახებ.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ჰააგაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი.

წინააღმდეგობის მოძრაობის თავჯდომარის ინფორმაციით, გადაწყდა,- შეიქმნას მობილური მუშა- ჯგუფი, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სისტემატურად მიაწვდის კონკრეტულ და ამომწურავ ინფორმაციას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის შესახებ.

-”პირველი ასეთი პაკეტი უკვე მარტის თვეში გაიგზავნება. აპრილ-მაისში მოხდება ამ საქმეების შესწავლა, განიხილავს ქვეკომისია და გადაწყვეტს დაინიშნოს, თუ არა საკომიტეტო მოსმენა. სავარაუდოდ, მოსმენა სექტემბრის თვეში დაინიშნება, სადაც გამოძახებული იქნებიან დაზარალებულები, მოწმეები და ა.შ.” - განაცხადა თარხან-მოურავმა.

როგორც წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი აღნიშნავს, გარდა საჯარო, ოფიციალური გადაწყვეტილებებისა, შეხვედრას ახლდა კონფიდენციალური ნაწილიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეთანხმებები მოძრაობის საქმიანობაზე ეფექტურად აისახება უახლოეს მომავალში.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ