↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

ნიკა რურუა რესტორნებში რუსული სიმღერების აკრძალვას უარყოფს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რესტორნებში რუსული სიმღერების შესრულების აკრძალვის შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობა უარყო .

გაზიარება
[22:45 07-02-2011]

"სრული სისულელეა, როგორ შეიძლება თავისუფალ ქვეყანაში სიმღერები შესრულების ენის მიხედვით გაირჩეს, ეს ცნობა ალბათ, უფრო მითოლოგიზირებულია. კანონში არანაირი აკრძალვა არ არის გათვალისწინებული, თუმცა ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით არ მოვუსმენდი "დენ პაბედის" 9 მაისს", _ განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ არიან რესტორნების მეპატრონეები დაშინებულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რურუამ უპასუხა: "ნამდვილად არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ."


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ