↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

თბილისის ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ვარკეთილში მომხდარ მკველობაში ბრალდებულები დავით შანავა, არჩილ ზაზაშვილი და გრიგოლ ლომიძე დააკავეს.

გაზიარება
[22:45 07-02-2011]

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2010 წლის 29 დეკემბერს დავით შანავა, არჩილ ზაზაშვილი და გრიგოლ ლომიძე იმყოფებოდნენ ზურაბ ბუთხუზის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აღნიშნული პირები, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ზურაბ ბუთხუზს.

დაპირისპირება ბუთხუზსა და ლომიძეს შორის გაგრძელდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით, ბარძაყის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ზურაბ ბუთხუზს. სხეულზე მიღებული დაზიანებების შედეგად, ბუთხუზი გარდაიცვალა, აღნიშნული პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, სამივე პიროვნება დაკავებულია. ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პოლიციამ დააკავა ზურაბ ქვლივიშვილი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117- ე მუხლის მეორე ნაწილით და 376- მუხლით მიმდინარეობს.


  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ