↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

დედამიწის ღერძის გადახრა საგანგაშო შედეგებს არ გამოიწვევს

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დედამიწის ღერძის გადახრა საგანგაშო შედეგებს არ გამოიწვევს.

გაზიარება
[15:26 12-03-2011]

როგორც "ინტერპრესნიუსს" გეოიფზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, თამაზ ჭელიძემ განუცხადა, ყველა დიდი მიწისძვრა დედამიწის ღერძის გადახრას იწვევს, გადახრებს კი შესაძლოა, კომპენსირების ეფექტიც მოჰყვეს, რაც ერთგვარი ბალანსია.
"ასეთივე პანიკა იყო ჩილეს მიწისძვრის შემდეგ. მაშინ დედამიწა 8 სანტიმეტრით გადაიხარა. როგორც ხედავთ, არაფერი არ მომხდარა და არც ახლა მოხდება რამე გასაკუთრებული"- აღნიშნა თამაზ ჭელიძემ.

მისივე თქმით, 19 მარტს დედამიწის ზედაპირთან მთვარის მაქსიმალურად მოახლოვებას არანაირი, დამანგრეველი შედეგი და ბუნებრივი კატაკლიზმები არ მოყვება, თანაც ასეთ პროგნოზს არა ასტრონომები, არამედ ასტროლოგები აკეთებენ.

"ცხრამეტი მარტის შესახებ პროგნოზებს ასტროლოგები აკეთებენ, ასტროლოგია კი, ზუსტი მეცნიერება არა არის. ფიზიკოსები და მეცნერები ამ პერიოდში რამე განსაკუთრებულს არ ელოდებიან. თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, შეიძლება, რაღაც მოხდეს, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური. მთვარის დედამიწასთან მოახლოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ე.წ ტრიგერის ეფექტი, რაც სადღაც მომზადებულ მიწისძვრაზე მცირე დანამატს გულისხმობს", - განაცხადა თამაზ ჭელიძემ.

იპონიაში მიწისძვრის შემდეგ მეცნიერებმა დედამიწის ხერძის გადახრის შესახებ გააკეთეს განცხადებები. საუბარია დედამიწის ღერძის 10-15 სანტიმეტრით გადახრაზე.

ipn

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ