↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

მოკალით თქვენში პუტინი

კრიტიკული ურთიერთობა კრემლთან და განსაკუთრებით პრემიერ პუტინთან მოსკოვის გლამურული თავყრილობების კარგ ტონად ითვლება , - ასე იწყებს წერილს შვეიცარული გაზეთი Basler Zeitung-ი.

გაზიარება
[14:12 10-02-2011]

შვეიცარული მედიის ინფორმაციით, რუსეთში სულ უფრო აპროტესტებენ არსებულ რეჟიმს. ამის მაგალიტად გამოცემას მოჰყავს გასულ კვირას ალექსანდრე ბუინოვის განცხადება. მომღერალმა დისტანცირება მოახდინა თავისი ხელმოწერისგან იმ წერილზე, რომელიც ხადარკოვსკის გასამართლებას ამართლებდა. "ზოგჯერ რაღაცას ჩაიდენ და მერე გიწევს ამის გამო გაწითლება",-უთხრა ბიუნოვმა რადიო "თავისუფლებას". ბუინოვმა თავის მხრივ ბალლერინა ანასტასია ვალაჩკოვას მიბაძა, რომელმაც ასევე გამოითხოვა ხელმოწერა.

შვეიცარული გაზეთი სხვა განცხადებებსაც დაეყრდნო. მაგალითად "ედინაია რასსიას" წარმომადგენელმა "ნეზავისიმაია გაზეტას" ანონიმურად უთხრა, რომ ვოლოჩკოვასა და ბუინოვის საქციელი მათ დაბალ ინტელექტზე მეტყველებს, რადგან წერილს წაუკითხავად მოაწერეს ხელი. თუმცა, პოლიტოლოგი ანდრეი მაკარინი შვეიცარულ გაზეთს ეუბნება: ამის მიზეზი მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში ხადარკოვსკის მზარდი სიმპატიებია, რომელმაც ციხეში 8 წელი გაატარა და მაინც არ უღალატა პრინციპებს.

გაზეთი "მასკოვის კამსომოლეცი" ამ ვითარებას ადარებს საბჭოთა "პერესტროიკას", როცა კომუნისტური პარტიის წევრობა უცებ აღარ იყო ღირსეული საქმე.

"გლამურულ თავყრილობებზე მოდური გახდა არსებული რეჟიმის ლანძღვა. ცნობილმა ადამიანები უცებ მიხვდნენ, რომ ხელისუფლება მათ ცუდათ უყურებს. ახლა ისინი კომკავშირის ფუნქციონერების როლს ასრულებენ, რომლებმაც კომუნისტური პარტიის ნდობა დაკარგეს. "ედინაია რასსიას" წევრობა აქტუალური ტრენდი აღარ არის",-წერს გამოცემა.

გამოცემა, ასევე, წერს მამაკაცის მოდურ ჟურნალებზე, სადაც ხელისუფლებას სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ. გამოცემა იხსენებს საქველმოქმედო ვახშამს პეტერბურგსა და როკმუსიკოსის იური შევჩუკის კითხვას პუტინისადმი. Basler Zeitung-ის ცნობით, ისეთი მუსიკოსებიც კი, რომლებიც კრემლთან სიახლოვით გამოირჩეოდნენ, მაგალითად გრებენშიკოვი და მაკარევიჩიც, ამ ბოლო დროს მედვედევს ღია წერილით მიმართავენ. პეტერბურგის საკულტო მომღერალმა სერგეი შნუროვმა კითხვას, რა უნდა ვუყოთ პუტინს, უპასუხა - პუტინი ჩვენში უნდა მოვკლათ.

ipn

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ