↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

პრეზიდენტი 30 ლარს გვირიგებს

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მარტში 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგებას დაჰპირდა.

გაზიარება
[21:12 11-02-2011]

როგორც სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ისევე, როგორც დენის ვაუჩერის, სასურსათო ვაუჩერის სხვა ოჯახისთვის გადაცემაც შესაძლებელი იქნება. მისი თქმით, ეს იქნება სახელმწიფოს მცირე დახმარება გაჭირვებული ადამიანებისთვის.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფასები მხოლოდ საქართველოში არ იზრდება, რადგან მთელი სამყარო მოიცვა ამ პრობლემამ. "მე არ ვაპირებ ხელები ჩამოვუშვა, ყველაფერი გლობალურ პროცესს დავაბრალო, ჩვენ ადგილობრივი გამოსავალი უნდა მოვნახოთ. ეკონომიკა უნდა დავიცვათ ინფლაციისგან", – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო მონეტარულ-ფისკალურ პოლიტიკას, რათა ქვეყანა დაცული იყოს.

ipn.ge

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ