↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

კადაფი ობამას მამაშვილურ სიყვარულს პირდება

.ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. წერილში კადაფი ობამას პირდება, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც შვილივით ეყვარება.

გაზიარება
[02:26 21-03-2011]

“თქვენ რას იზამდით, პრეზიდენტო ობამა, თუკი “ალ-ქაედა” თქვენი ქალაქების ქუჩებში ივლიდა. რაც არ უნდა მოხდეს, მე მომავალშიც მეყვარებით როგორც შვილი”, – ციტირებს “სი-ენ-ენი” კადაფის სიტყვებს.

კადაფიმ წერილები საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ბრიტანეთის პრემიერს დევიდ კემერონს და გაეროს გენერალურ მდივანს ბენ კი მუნსაც გაუგზავნა. კადაფი დასავლეთის ქვეყნებს დაემუქრა, რომ თუკი ისინი ლიბიის საქმეებში ჩაერევიან, ინანებენ.

დასავლეთის ქვეყნებიდან, საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა ცნო ლიბიაში აჯანყებულთა ხელისუფლება ლეგიტიმურად.

“ბი-ბი-სის” ცნობით, ბენღაზიში, რომელიც აჯანყებულებს ეკავათ, სახელმწიფო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.

  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ