↑↑↑↑ - ჩართე პირდაპირი ეთერი!

ჟურნალისტები და უფლებადამცველები საპატიმრო დაწესებულებებში შეშვებას მოითხოვენ

ჟურნალისტები და ადგილობრივი უფლებადამცველები პენიტენციალურ სისიტემაში არსებული სიტუაციის ადგილზე გაცნობისა და გადაღების მიზნით სასჯელაღსრულების საპატიმრო დაწესებულებებში შეშვებას მოითხოვენ.

გაზიარება
[22:45 07-02-2011]

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძისადი შესაბამის მიმართვას ჟურნალისტები შალვა რამიშვილი, ნანა ლეჟავა, ნინო ზურიაშვილი, ია ანთაძე ადგილობნრივ უფლებადამცველებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ოფისში დღეს გააკეთებენ.

ღონისძიებას ორგანიზებას "სოლიდარობის უკანონო პატიმრებს" დამფუძნებელი ეკა ბესელია და არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე უწევენ.




  • Digg
  • Del.icio.us
  • StumbleUpon
  • Reddit
  • RSS

გამოგვეხმაურეთ